ჩვენს შესახებ


ბუკომა ბაზარზე 2008 წლიდან გამოჩნდა.  ის ღირსეულად იცავს და აგრძელებს ტანსაცმლის მოვლის იტალიურ ტრადიციებს. ბუკომა ჩვენს ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, რაშიც უახლესი ტექნოლოგიის, ეკოლოგიურად სუფთა "Renzacci"-ის ბრენდის ტექნიკა-დანადგარები გვეხმარება.

ბაზარზე ლიდერის სტატუსის მოპოვება მალევე შევძელით, რადგან კომპანია დაარსების დღიდანვე  ორიენტირებული იყო თითოეული კლიენტის სურვილზე. ამ ყველაფერმა თავისმხრივ საშუალება მოგვცა შეგვექმნა დიდი ოჯახი, სადაც არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ერთიანდებიან.

ჩვენი საწარმო უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აგრძელებს მუშაობას. სწორედ ტექნოლოგიების თანამედროვეობასა და ჩვენს შეუდრეკელ ძალისხმევას ავყავართ ამ საფეხურამდე, რომ შემოგთავაზოთ -  უმაღლესი ხარისხი და უსწრაფესი სერვისი.


"ცხოვრება არ არის სრულყოფილი, მაგრამ ტანსაცმელი და ქსოვილი შეიძლება გამოყურებოდეს სრულყოფილად" .